ბარიატრიული ოპერაცია თურქეთში

ბარიატრიული-ოპერაცია-თურქეთში, ბარიატრიული-ქირურგია, სიმსუქნის-ოპერაცია, წონის-კლების-ოპერაცია
ბარიატრიული ოპერაცია თურქეთში

ბარიატრიული ოპერაცია თურქეთის კლინიკებში:

ბარიატრიული ქირურგია, იგივე სიმსუქნის ოპერაცია, გულისხმობს ისეთი ცვლილებების განხორციელებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რომელიც ადამიანს ეხმარება წონის კლებაში.

ბარიატრიული ოპერაცია კეთდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მაშინ როდესაც დიეტა, ვარჯიში და სხვა პროცედურები არ აღმოჩნდა ეფექტური წონის დასაკლებად ან/და როდესაც პაციენტს აწუხებს თამხლები დაავადებების მძიმე ფორმა. აგრეთვე არსებობს მიდგომა, რომლის მიხედვითაც პაციენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში უკეთდება წონის კლების ოპერაცია, როდესაც სიმსუქნის რისკები ბევრად მეტ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, ვიდრე თავად ოპერაცია.

არსებობს ბარიატრიული ქირურგიის ორი ძირითადი ტიპი:

  • სლივ გასტრექტომია – კუჭის რეზექცია
  • გასტროშუნტირება – ბაიპასი

ორივე ოპერაციას აქვს თავისი ჩვენებები, უპირატესობები და რისკები. ჩვენ არ განვიხილავთ თითოეულ მათგანს დეტალურად, რადგან არ გვინდა პაციენტები შევიყვანოთ შეცდომაში. აუცილებელია ეს პროცედურები პაციენტმა მის მკურნალ ექიმთან განიხილოს, რადგან ოპერაცია აუცილებლად უნდა შეარჩიოს პროფესიონალმა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან და ჩივილებიდან გამომდინარე.

ბარიატრიული ქირურგია თურქეთში ბოლო წლებში ძალიან მაღალი მიმართვიანობით გამოირჩევა. რიგი მიზეზების გამო ბევრი ქართველ პაციენტი ამჯობინებს ეს პროცედურა თურქეთში ჩაიტაროს.

  • ბარიატრიული ოპერაცია თურქეთში ის პროცედურაა, რომელსაც სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება. ექიმი კონსულტაციისას დეტალურად იკვლევს პაციენტის ანამნეზს, ჩივილებს, ზოგად მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ მზაობას და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტს ჩატარდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.
  • სამედიცინო პერსონალი სპეციალიზებულია სიმსუქნის ოპერაციებზე. თეორიული ცოდნა, თანამედროვე მიდგომები და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება ექიმებს საშუალებას აძლევს კუჭის რეზექცია თურქეთში ჩატარდეს მინიმალური რისკებით და მაქსიმალური შედეგებით.
  • პაციენტს კუჭის ოპერაციის ჩატარებამდე უწევს უამრავი გამოკვლევის ჩატარება. როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, ამ კვლევებისთვის რამდენიმე კვირაა გაწერილი. კუჭის ოპერაცია თურქეთში ტარდება უმაღლესი დონის მენეჯმენტით და ორგანიზებით, რაც ასევე გულისხმობს, რომ პაციენტს კვლევები უტარდება კონვეირული სისტემით. მთელი დღის მანძილზე პაციენტის კვლევები ისეა გადანაწილებული, რომ პაციენტი გადის აბსოლუტურად ყველანაირ შემოწმებას, ყველანაირი რიგის და მოლოდინის გარეშე, ძალიან სწრაფად და ხარისხიანად. პაციენტი ამ პროცედურის თურქეთში ჩატარებით ზოგავს უდიდეს დროს, ერთ დღეში იტარებს ყველა იმ გამოკვლევას, რის მენეჯმენტსაც სხვაგან კვირები დასჭირდებოდა.
  • ბარიატრიული ქირურგიის ფასი თურქეთში საკმაოდ შეღავათიანია ქართველი პაციენტებისთვის. რა თქმა უნდა, ფასები განსხვავდება კლინიკების მიხედვით და პაციენტმა აუცილებელია რომ ეს დეტალები მის მკურნალ ექიმთან მის არჩეულ კლინიკაში გადაამოწმოს.

 

დაგვიკავშირდით