დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთში

დიაგნოსტიკა-და-მკურნალობა-თურქეთში, სამედიცინო-სერვისები-თურქეთში, თურქეთის-ექიმები

დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთის წამყვან კლინიკებში

დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთში ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თურქეთის სამედიცინო ტურიზმი გახდა ცენტრი. თურქეთში დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულთათვისაც.  

რატომ თურქეთში დიაგნოსტირება და მკურნალობა?

  • სამედიცინო სერვისები თურქეთში გამოირჩევა მრავალფეროვნებით.
  • დიაგნოსტიკა თურქეთში გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და კარგი რეპუტაციით.
  • თურქეთის წამყვანი კლინიკები არის აკრედიტებული და აფილირებული.
  • თურქეთში მკურნალობის ფასები ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
  • თურქეთის კლინიკები მუდმივად გადიან ხარისხის კონტროლს.
  • თურქი ექიმები გამოირჩევიან განათლებისა და გამოცდილების დიდი სპექტრით.
  • თურქეთის კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვა საკმაოდ სწრაფად და მარტივად ხდება, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
  • თურქეთის კლინიკაში თარჯიმანი ყოველთვის ადგილზეა და მზადაა რომ პაციენტს დახმარება გაუწიოს.
  • თურქეთის ექიმები საკმაოდ კარგად იცნობენ ქართულ კულტურას, ქართული მედიცინის თავისუბერებებს და ქართველი პაციენტების ხასიათს. ეს უფრო მარტივს ხდის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციას, აქედან გამომდინარე მკურნალობის მიდგომებიც სწორად შეირჩევა
  • თურქეთის ჰოსპიტლები საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად პაციენტის გადაყვანა შეიძლება ძალიან სწრაფად.

რომელი სამედიცინო მიმართულებებით გამოირჩევა თურქეთის ტოპ კლინიკები?

  • ონკოლოგია

ონკოლოგია თურქეთში ყველა დეპარტამენტს შორის ყველაზე მაღალი მიმართვიანობით სარგებლობს. როგორც ონკოლოგიური კლინიკები თურქეთში, ასევე მრავალპროფილური კლინიკები თურქეთში ონკოლოგიის დეპარტამენტს საუკეთესო კადრებით აკომპლექტებენ.

  • პედიატრია

პედიატრია თურქეთში ძალიან სენსიტიური მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა დეპარტამენტი, მათ შორის პედიატრიული ონკოლოგია, პედიატრიული ორთოპედია, პედიატრიული ნეიროქირურგია და ა.შ. არის გამორჩეული უდიდესი ინვესტიციებით და უძლიერესი ექიმებით.

  • ჰემატოლოგია

გამომდინარე იქიდან, რომ ჰემატოლოგია ერთ-ერთი რთული სფეროა მედიცინაში, შესაბამისად, ბევრი პაციენტი მიმართავს თურქეთს ამ დიაგნოზით. ჰემატოლოგია თურქეთში პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა პაკეტებს, რომელთა მეშვეობითაც მარტივად შეიძლება დიაგნოზის დასმა და შემდგომში მკურნალობა.

  • თურქეთში ძალზედ განვითარებულია ნეიროქირურგია, ორთოპედ-ტრამვატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია და სხვა თითქმის ყველა ძირითადი მიმართულება. თუმცა, იმისთვის რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ, როგორც კლინიკა, ასევე ექიმების გუნდი.

ხშირად დასმული კითხვები

  •  თურქული კლინიკები აღიარებენ ქართულ სამედიცინო დაზღვევას?

ბევრი პაციენტი სარგებლობს ქართული სამედიცინო დაზღვევის დაფინანსებითა და შეღავათებით თურქულ კლინიკებში.

  • სახელმწიფო თუ დააფინანსებს მე რომ გადავწყვიტო თურქეთში მკურნალობა?

ქართველ პაციენტს შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურებს თუ მას სჭირდება თურქეთში მკურნალობის დაფინანსება.

  • მე4 სტადიის სიმსივნეს მკურნალობენ თურქი პროფესორები?

პირველ რიგში აუცილებელია პაციენტი სწორად დიაგნოსტირდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი. თურქეთის კლინიკებში სამედიცინო დანადგარები არის ყველაზე ძლიერი და ულტრათანამედროვე. შესაბამისად, ექიმებს შეუძლიათ ბევრად უფრო მიზანმიმართულად უმკურნალონ პაციენტს და შეაჩერონ ან შეანელონ ნებისმიერი სტადიის სიმსივნის განვითარება.

  • დეპოზიტზე რა რაოდენობის თანხა უნდა დავდო რომ თურქეთის კლინიკაში დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავიწყო?

თურქეთის კლინიკაში დიაგნოსტირება და მკურნალობა რომ დაიწყოს ამბულატორიულმა პაციენტმა, დეპოზიტი არ არის საჭირო.

დაგვიკავშირდით