საზღვარგარეთ მკურნალობა

საზღვარგარეთ მკურნალობა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მკურნალობა თურქეთში

საზღვარგარეთ მკურნალობა

საზღვარგარეთ მკურნალობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. საზღვარგარეთ მკურნალობა დიდხანს ასოცირდებოდა სირთულეებთან და მაღალ ხარჯებთან, მაგრამ ეს ყოველივე დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება.

პაციენტები სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტარონ

  • დაავადების სირთულიდან გამომდინარე ურჩევნიათ რომ მიმართონ ყველაზე მაღალკვალიფიციურ ცენტრებს.
  • მათ სამშობლოში არ ტარდება ის პროცედურა, რომელიც მათ სჭირდებათ.
  • ახლობლებმა ურჩიეს კონკრეტული უცხოეული ექიმი, რომლის მიმართაც აქვთ მაღალი ნდობა.
  • სხვა მიზეზით აქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ ვიზიტი და მოსახერხებელია იქ მკურნალობის ჩატარებაც.
  • უბრალოდ საუკეთესო ცენტრს და ექიმს ეძებენ.

საზღვარგარეთ მკურნალობა- ტოპ ქვეყნები

ქართველი პაციენტი სამკურნალოდ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში შეიძლება ჩავიდეს, მაგრამ რიგი მიზეზებიდან გამომდინარე უპირატესობა ენიჭება შემდეგ ქვეყნებს

  • თურქეთი
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • ისრაელი

უნდა აღინიშნოს რომ ქართველი პაციენტებისთვის უცხოეთში სამკურნალოდ ყველაზე მოთხოვნად ქვეყანად თურქეთი რჩება. სამედიცინო სერვისებზე ჩამსვლელი პაციენტების რაოდენაბო წლიდან წლამდე იზრდება. ამაზე მეტყველებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ციფრები USHAS რომლის მიხედვითაც თურქეთს 2023 წელში 1,5 მილიონ პაციენტზე მეტი ესტუმრა.

რატომ უნდა გადაწყვიტოს პაციენტმა მკურნალობა თურქეთში?

  • ნაკლები ბიუროკრატია

პაციენტს უსწრაფესად შეუძლია თურქეთის კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა.

  • სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია

თურქეთი, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრი, დაკომპლექტებულია უამრავი ძალიან განათლებული და დიდი გამოცდილების მქონე სამედიცინო მუშაკებით.

  • ხელმისაწვდომი ფასები სამედიცინო მომსახურებაზე

თურქეთის კლინიკები გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით. თურქეთის წამყვანი კლინიკებიც კი ბევრად შეღავათიანია, ვიდრე სხვა ამ დონის ევროპული ჰოსპიტლები. მკურნალობის გარდა პაციენტებს აქვთ ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის შესაძლებლობა რათამოისმინონ ექიმების მოსაზრება გამგზავრებამდე. ასევე ხშირია პაციენტების მიერ საზღვარგარეთ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება და უშუალოდ მშობლიურ ქვეყანაში მკურნალობის გაგრძელება.

  • ხელმისაწვდომი ფასები საჰაერო ფრენასა და სასტუმროებზე

თურქეთის წამყვან კლინიკებთან ახლოს უამრავი სასტუმრო მდებარეობს. პაციენტს შეუძლია მარტივად შეარჩიოს სასტუმრო მისთვის მისაღები ფასებითა და პირობებით. გარდა ამისა, ჩვენს მეზობელ თურქეთში საჰაერო ფრენის ბილეთების ფასები ქართველი პაციენტებისთვის ძალიან ხელმისაწვომია. თუკი პაციენტს სურს, შეუძლია საკუთარი ავტომობილით ან სამარშრუტი ტაქსითაც კი ჩავიდეს თურქეთში.

  • ულტრათანამედროვე მედიცინა

თურეთის წამყვანი კლინიკები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური მედიცინით. თურქეთის ტოპ კლინიკები დაკომპლექტებულია ყველაზე თანამედროვე დანადგარებით, რაც ექიმებს საშუალებას აძლევენ უზუსტესად დასვან დიაგნოზი და ჩაატარონ მკურნალობა.

  • უფასო ტრანსფერი და თარჯიმანი

უცხოეთში მკურნალობა პაციენტის ხელსაყრელია, როდესაც ადგილობრივი ტრანსფერისა და თარჯიმანის სერვისები მისთვის დაორგანიზებული და უფასოა. უფასო ტრანსფერსა და თარჯიმანს ბევრი წამყვანი თურქული კლინიკა სთავაზობს ქართველ პაციენტებს.

უცხოეთში მკურნალობა: სამედიცინო მიმართულებები

საზღვარგარეთ სამკურნალოდ თითქმის ყველა პრობლემის შემთხვევაში შეიძლება წავიდეს პაციენტი, თუმცა განსაკუთრებული მიმართვიანობით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებები.

  • ონკოლოგია თურქეთში
  • ჰემატოლოგია თურქეთში
  • ნეიროქირურგია თურქეთში
  • ენდოკრინოლოგია თურქეთში
  • გასტროენტეროლოგია თურქეთში

უნდა აღინიშნოს რომ განსაკუთრებით პოპულარულია ეს მიმართულებები ქართველ პაციენტებს შორის რომელთათვისაც თურქეთი საზღვარგარეთ სამკურნალოდ ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყანად რჩება.

დაგვიკავშირდით