კუჭის ოპერაცია თურქეთში

კუჭის-ოპერაცია-თურქეთში, კუჭის-ოპერაცია-თურქეთში-(ფასი), კუჭის-ქირურგიული-ოპერაცია-თურქეთში

კუჭის ოპერაცია თურქეთში (ფასი)

კუჭის ოპერაცია თურქეთში უკვე ძალიან ბევრ კლინიკაში ტარდება. პაციენტმა რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოს და რეაბილიტაციაც მარტივად გაიაროს, აუცილებელია, რომ ყურადღებით შეარჩიოს ჰოსპიტალი.

თურქეთში კუჭის ოპერაცია ის საკითხია, რომელსაც სამედიცინო პერსონალი სიფრთხილით ეკიდება. ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული. თუმცა, სანამ უშუალოდ კუჭის ქირურგიას განვიხილავთ, მანამდე აუცილებელია გავიგოთ როგორ მიდის პაციენტი იმ გზამდე, რასაც ქვია კუჭის ქირურგიული ოპერაცია თურქეთში.

რა არის ჭარბი წონა?

ჭარბი წონა გულისხმობს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას ადამიანის ორგანიმში. სიმსუქნე ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ადამიანის არაჯანსაღი ცხოვრების წესით, თუმცა გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს. ჭარბი წონა იგივე მორბიდული სიმსუქნე იწვევს რიგ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური, რევმატოლოგიური და ა.შ.

როგორ დაისმება სიმსუქნის დიაგნოზი?

იმისათვის, რომ განისაზღვროს და შეფასდეს მდგომარეობა სიმსუქნედ, ამისათვის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის (BMI) დადგენა. ეს უნიკალური ფორმულა ადგენს სხეულის მასის შესაბამისობას მის პარამეტრებთან სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით.

დეფიციტი<18,5
ნორმალური წონა18,5-24,9
ჭარბი წონა25-29,9
I ხარისხის სიმსუქნე30-34,9
II ხარისხის სიმსუქნე35-39,9
III  ხარისხის სიმსუქნე, მორბიდული სიმსუქნე≥40

 რა დაავადებებს იწვევს ან აპროვოცირებს ჭარბი წონა?

  • გულის დაავადებები
  • ტიპი 2 დიაბეტი
  • სიმსივნეები (საშვილოსნოს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, საკვერცხეების კიბო, ძუძუს კიბო, ღვიძლის კიბო, პანკრეასის კიბო და ა.შ.)
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
  • ძილის აპნოე
  • ოსტეოართრიტი
  • ღვიძლის გაცხიმოვნება

როგორ დავძლიოთ სიმსუქნე?

სიმსუქნის პრობლემის გადაჭრის გზები დამოკიდებულია პრობლემის სიმწვავეზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და მზაობაზე. სიმსუქნის მოგვარების გზები შეიძლება მოიცავდეს, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ვარიანტს ან რამდენიმეს კომბინაციას.

  • დიეტის ცვლილება
  • ფიზიკური აქტივობა
  • წონის კლების მედიკამენტები
  • სიმსუქნის ენდოსკოპიური მკურნალობა
  • კუჭის ოპერაცია ე.წ. ბარიატრიული ქირურგია

რას გულისხმობს კუჭის ოპერაცია?

კუჭის ოპერაცია გულისხმობს ორი ტიპის ჩარევას

  • სლივ გასტრექტომია – კუჭის რეზექცია
  • გასტროშუნტირება – ბაიპასი

სლივ გასტრექტომია გულისხმობს პროცედურას, რომლის დროსაც წონის კლება მიიღწევა საკვების მიღების შეზღუდვით. ეს პროცედურად ხშირად ლაპარასკოპიულად ტარდება და ქირურგი იღებს კუჭის დაახლოებით 75 პროცენტს.

გასტროშუნტირება ე.წ. ბაიპასი არის წონის კლების ოპერაცია, რომელიც მოიცავს  კუჭიდან პატარა ჩანთის შექმნას და მის წვრილ ნაწლავთან შეერთებას. პროცედურის შედეგად, საკვები გადადის კუჭის ამ პატარა ჩანთაში და შემდეგ პირდაპირ წვრილ ნაწლავში.

ოპერაციის ტიპის გადწყვეტა აუცილებლად ხდება პროფესიონალი ექიმის მიერ.

რატომ ჯობს რომ კუჭის ოპერაცია თურქეთში ჩავიტარო?

  • თურქ ექიმებს დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ კუჭის ოპერაციების ჩატარებაში.
  • კუჭის რეზექცია თურქეთში ყოველწლიურად 60 000-მდე ტარდება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებულია.
  • მანამდე, სანამ კუჭის ოპერაცია ჩატარდება, პაციენტი გადის სრულ გამოკვლევას. შესაბამისად, მინიმუმამდეა დასული ოპერაციის შემდგომი გართულებები.
  • კუჭის ქირურგია თურქეთში ფასის მხრივ ძალიან ხელსაყრელია უცხოელი პაციენტებისთვის.

კუჭის ოპერაცია თურქეთში (ფასი)

ზოგადად, კუჭის ოპერაცია თურქეთში ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

რა თქმა უნდა, კუჭის ოპერაციის ფასი ყველა თურქულ კლინიკაში განსხვავებულია, მაგრამ ის დარეგულირებულია და არ ცდება განსაზღვრულ რაოდენობას.

  • იმისთვის, რომ დადგინდეს თუ რა ეღირება ეს ქირურგიული ოპერაცია თურქეთში, პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია მის მკურნალ ექიმთან. მას შემდეგ რაც ზუსტად შეირჩევა პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა, ფასიც განისაზღვრება.
დაგვიკავშირდით