თავის ტვინის სიმსივნე

თავის ტვინის სიმსივნე

რა არის თავის ტვინის სიმსივნე? 

თავის ტვინის სიმსივნე არის უჯრედების არანორმალური ზრდა თავის ტვინში ან მის ახლომახლო ქსოვილებში. ზურგის და ტვინის სიმსივნეებს უწოდებენ ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეებს.

თავის ტვინის სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი (არასიმსივნური). 

საბედნიეროდ, ტვინის სიმსივნეების მხოლოდ ერთი მესამედი არის ავთვისებიანი. თუმცა მიუხედავად იმისა, სიმსივნე კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, მას მაინც შეიძლება ჰქონდეს გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე. თუნდაც კეთილთვისებიანი, მაგრამ დიდი ზომის სიმსივნე შეიძლება ზედმეტად დააწვეს სისხლძარღვებს და ნერვებს, რაც ტვინის ფუნქციონირებას საგრძნობლად შეაფერხებს.

ტვინში განვითარებულ სიმსივნეებს პირველადი სიმსივნეები ეწოდება. სიმსივნეებს, რომლებიც ტვინიდან სხვადასხვა ორგანოებში ვრცელდება, მეორადი ან ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები ეწოდება. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ტვინის სიმსივნეები იყოფა ხარისხებად. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ გაეცნოთ თავის ტვინის სიმსივნეების ხარისხებს და მახასიათებლებს.

დაბალი ხარისხის სიმსივნეები
ხარისხი I
კეთილთვისებიანი
სავარაუდოდ განკურნებადი, მხოლოდ ოპერაციით
პაციენტის სიცოცხლის დიდი ხნით შენარჩუნება
ნელა მზარდი სიმსივნე
პილოციტური ასტროციტომა
კრანიოფარინგიომა
განგლიოციტომი
განგლიოგლ

ხარისხი II
საკმაოდ ნელა მზარდი სიმსივნე
შეიძლება ჰქონდეს რეციდივი
“დიფუზური” ასტროციტომა
პინეოციტომი
ოლიგოდენდროგლიომა

მაღალი ხარისხის სიმსივნეები

ხარისხი III
ავთვისებიანი
გავრცელებადი
მაღალია შანსი რომ ჰქონდეს რეციდივი
ანაპლასტიკური ასტროციტომა
ანაპლასტიკური ეპენდიმომა
ანაპლასტიკური ოლიგოდენდროგლიომა

ხარისხი IV
ყველაზე ავთვისებიანი
სწაფად მზარდი, აგრესიული
ფართოდ გავრცელებადი
ხშირი რეციდივი
ნეკროზისადმი მიდრეკილი
მულტიფორმული გლიობასტომა (GBM)
პინეობლასტომა
მედულობლასტომა
ეპენდიმობლასტომა

თავის ტვინის სიმსივნე-სტადიები

თავის ტვინის სიმსივნეების შეფასება და კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად იზრდება. 

თავის ტვინის სიმსივნეების 2 ძირითადი ტიპი არსებობს:

თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეები – ეს არის დაბალი ანუ 1 და 2 ხარისხის სიმსივნეები. ისინი ნელა იზრდებიან და მკურნალობის შემდეგ რეციდივის შემთხვევებიც ნაკლებია.

თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეები – ეს არის მაღალი ანუ 3 ან 4 ხარისხის სიმსივნეებ. ისინი პირველადად თავის ტვინში წარმოიქმნებიან და შემდეგ ვრცელდებიან სხეულის სხვა ორგანოებში. 

თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები

ტვინის კიბო

თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკაციასა, ზომაზე და ხარისხზე. 

ძირითადი სიმპტომები მოცემულია ქვემოთ

  • ხშირი და ძლიერი თავის ტკივილი
  • თავის ტკივილი დილაობით
  • შაკიკი
  • მეხსიერების პრობლემები
  • მხედველობის პრობლემები
  • კოორდინაციის დარღვევა
  • მეტყველების პრობლემები
  • გულისრევა
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • კრუნჩხვები
  • თავბრუსხვევა

თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების სიმპტომები სწრაფად პროგრესირებს. სიმპტომის გამოვლენიდან მდგომარეობა შეიძლება გართულდეს რამდენიმე კვირაში ან დღეშიც კი. 

თავის  ტვინის სიმსივნით გამოწვეული თავის ტკივილი

თავის ტვინის სიმსივნე ყველაზე ხშირად თავის ტკივილით ვლინდება. თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ადამიანების თითქმის ნახევარს აწუხებს თავის ტკივილი. 

თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული თავის ტკივილი ძირითადად დილით ვლინდება ან დილით აქვს ყველაზე მწვავე ხასიათი. აგრეთვე, ტკივილი შეიძლება იმატებდეს დახველებისას და დაცემინებისას. 

თავის ტვინის სიმსივნე მისი ლოკაციის მიხედვით სხვადასხვანაირად ვლინდება

კიბო თავში

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – შუბლის წილი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  • შეუფერებელი ქცევა
  • პრობლემების გადაჭრის უნარი 
  • ახალი ინფორმაციის დამახსოვრება
  • იმპულსების კონტროლი 
  • კონცენტრაცია
  • საუბარი

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – საფეთქლის წილი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  • მოსმენა
  • საუბარი
  • ობიექტების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია
  • ახალი ინფორმაციის დამახსოვრება
  • სხვა ადამიანების ემოციების გაგება
  • მახსოვრობა
  • კრუნჩხვები ან გონების დაკარგვა

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – თხემის წილი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  • სახეების და საგნების ამოცნობა
  • კოორდინაცია
  • სივრცითი ცნობიერება 
  • წერა-კითხვა

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – კეფის წილი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა ობიექტების ან ფერების იდენტიფიცირება
  • მხედველობის დაკარგვა 

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – ნათხემი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  • წონასწორობის დარღვევა
  • სიარული და საუბრის პრობლემები
  • გულისრევა
  • კისრის გაშეშება
  • ხელების გამოყენების უნარები

თავის ტვინის სიმსივნის მდებარეობა – მოგრძო ტვინი

მას აქვს გავლენა და იწვევს პრობლემებს ქვემოთ მოცემულ საკითხებში

  •  სიარულის გაძნელება
  • სახის კუნთების სისუსტე
  • გაორებული გამოსახულება
  • მეტყველება და ყლაპვის გართულება

შეიძლება თავის ტვინის სიმსივნე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს?

სიმსივნე თავში

თავის ტვინის სიმსივნეების უმეტესობა საწყის ეტაპებზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მენინგიომა, რომელიც ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნეა, იმდენად ნელა იზრდება, რომ ადამიანების უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. თავის ტვინის სიმსივნეების უმეტესობა მხოლოდ მაშინ ვლინდება სიმპტომურად, როდესაც უკვე ძალიან მოზრდილია ზომაში და ქსოვილებს აწვება.

თავის ტვინის სიმსივნის გამომწევევი მიზეზები

მეცნიერებამ ჯერჯერობით დაზუსტებით არ იცის თავის ტვინის გამომწვევი მიზეზები. გარკვეული კვლევების მიხედვით, ეს გამოწვეული უნდა იყოს ადამიანის გენეტიკიდან ან/და მისი გარემოპირობებიდან.

ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს თავის ტვინის სიმსივნეების წარმოქმნას გარკვეულ რადიაციის მიღების შემდგომ.

რომელი სიმსივნეები ვრცელდება მეორადად თავის ტვინში?

ნებისმიერი სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს თავის ტვინში, თუმცა ყველაზე ხშირად ეს არის ქვემოთ მოყვანილი სიმსივნეები

  • ძუძუს კიბო.
  • მსხვილი ნაწლავის კიბო
  • ფილტვის კიბო
  • თირკმლის კიბო
  • მელანომა

ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი კიბო თავის ტვინში და სხვები უფრო მეტად სხვა ორგანოებში.

მოზრდილებში ტვინის მეორადი სიმსივნეები ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ტვინის პირველადი სიმსივნეები.

თავის ტვინის სიმსივნის სადიაგნოსტიკო ტესტები

  • კრანიალური მრტ ან კატე

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის საუკეთესო კვლევა  თავის ტვინის სიმსივნის იდენტიფიცირებისთვის. კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) კი მისი ეფექტური ალტერნატივაა, თუკი რაიმე მიზეზით ვერ ტარდება MRI. 

ორივე რადიოლოგიური კვლევა აფიქსირებს სიმსივნის ზომას და ზუსტ ლოკაციას. რადიოლოგმა შეიძლება ასევე დაათვალიეროს სხვა ორგანოები, როგორიცაა ფილტვები, მსხვილი ნაწლავი ან მკერდი, რათა დაინახოს, გავრცელებულია თუ არა სიმსივნე.

  • ბიოფსია

თავის ტვინის სიმსივნის დროს ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ბიოფსიის ჩატარება, რათა დადგინდეს სიმსივნის ტიპი და სტადია. 

ნეიროქირურგმა ბიოფსიური მასალა შეიძლება აიღოს ოპერაციის დროს, რომლის განმავლობაშიც ამოიღებს სიმსივნეს მთლიანად ან ნაწილობრივ.

  • სპეციალიზებული ტესტები

მკურნალი ექიმი პაციენტის მდგომარეობის და სიმპტომების შეფასების საფუძველზე, ნიშნავს გამოკვლევებს, რომლებიც შეამოწმებენ სისხლს, სიმსივნურ მარკერებს და სხვა მაჩვენებლებს.

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა

თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა

პაციენტების გადარჩენის შანსი რომლებსაც დაესვათ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დღესდღეობით ბევრად იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის ტიპი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სიმსივნის ტიპზე, ზომასა და მდებარეობაზე, ასევე პაციენტის სიმპტომებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის ძირითადი ვარიანტებია:

  • ქირურგია
  • რადიაციული თერაპია
  • ქიმიოთერაპია
  • მიზნობრივი წამლის თერაპია 
  • გამა დანა
  • კიბერ დანა
  • რობოტული ქირურგია

რადიაციული თერაპია თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ

რადიაციული თერაპია იყენებს რენტგენის სხივებს და სინათლის ენერგიის სხვა ფორმებს. რადიაციული თერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას ორ შემთხვევაში: ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოს უჯრედების გასანადგურბლად ან ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის ზრდის შესანელებლად. 

ქიმიოთერაპია ტვინის თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ

ქიმიოთერაპიული მედიკამენტები  კლავს კიბოს უჯრედებს. ცალკეულად მხოლოდ ქიმიოთერაპია იშვიათად გამოიყენება თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ. ის ძირითადად გამოიყენება ქირურგიასთან და/ან რადიაციასთან ერთად. 

მიზნობრივი წამლის თერაპია თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ

მიზნობრივი წამლის თერაპია მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც შერჩევით, მიზნობრივად უტევს სიმსივნურ უჯრედებს, რათა შეაჩეროს მათი გავრცელება. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, მიზანმიმართული თერაპია ზოგავს და არ აზიანებს ჯანსაღ ქსოვილს. აქედან გამომდინარე, მიზნობრივ თერაპიას ბევრად ნაკლები და უფრო მსუბუქი გვერდითი ეფექტები აქვს. მიზნობრივი თერაპია ხშირად გამოიყენება მკურნალობის სხვა მიდგომებთან ერთად, როგორიცაა ქირურგია ან/და რადიაცია.

დაგვიკავშირდით