ანალიზების გაგზავნა საზღვარგარეთ

ანალიზების-გაგზავნა-საზღვარგარეთ, ბიოფსიის-მასალის-საზღვარგარეთ-გაგზავნა,  გამოკვლევების-გაგზავნა-საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ ანალიზების გაგზავნა- მიმოხილვა

ანალიზების გაგზავნა საზღვარგარეთ დიდი ხნის გამოცდილი პრაქტიკაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ლაბორატორიები არ იყო შესაბამისად აღჭურვილი ხშირად იგზავნებოდა პაციენტის მასალა გამოსაკვლევად საზღვარგარეთ.

რომელ ქვეყნებში იგზავნება ანალიზები?

ქართული ლაბორატორიები ანალიზებს შემდგომი გამოკვლევისა და მასალის დამუშავების მიზნით გზავნიან ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში

  • თურქეთი
  • გერმანია
  • რუმინეთი
  • უკრაინა
  • პოლონეთი
  • მოლდოვა
  • ბულგარეთი და ა.შ.

რა შემთხვევაში ხდება ანალიზების გაგზავნა საზღვარგარეთ?

  • ანალიზი რომელიც პაციენტს დანიშნული აქვს, არ ტარდება საქართველოში
  • პაციენტმა უკვე გააკეთა კვლევა საქართველოში და სურს საზღვარგარეთ გადაამოწმოს პასუხები
  • პაციენტს საქართველოში კვლევა არ ჩაუტარებია, რადგან სურს რომ ანალიზის დამუშავება მოხდეს საზღვარგარეთ
  • პაციენტმა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხი მიიღო და სურს რომ ანალიზი საზღვარგარეთ გადამოწმდეს.

შესაძლებელია რომ გაგზავნილი მასალა ტრანსპორტირებისას დაზიანდეს?

პაციენტის მასალის ტრანსპორტირება ხდება სტაბილურობის სტანდარტების  სრული დაცვით. იმის მიხედვით თუ რა ტიპის მასალაა, იგი შესაძლოა მოთავსებული და შენახულ იყოს სპეციალურ ნივთიერებაში, მაგალითად შრატში, პარაფინში და ა.შ. 

ონკოლოგიური ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელია?

ბიოფსიის მასალის საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელია მისი შემდგომით დამუშავების მიზნით იმუნოჰისტოქიმიაზე, ჰისტომორფოლოგიაზე და ციტოლოგიაზე.

ანალიზების პასუხების საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელია?

გარდა გამოსაკვლევი მასალისა, რა თქმა უნდა შესაძლებელია საზღვარგარეთ გაიგზავნოს შემდეგი სამედიცინო დოკუმენტაცია

  • ფორმა 100
  • ლაბორატორიული კვლევების პასუხები
  • რადიოლოგიური დასკვნები
  • მორფოლოგიური კვლევის პასუხები
  • რადიოლოგიური კვლევების გამოსახულებები

რა სარგებელს იღებს პაციენტი, თუკი ის ისარგებლებს სერვისით გამოკვლევების გაგზავნა საზღვარგარეთ?

  • პაციენტი იღებს ექიმის მეორად მოსაზრებას.
  • პაციენტს აქვს შესაძლებლობა ქართველი ექიმის მოსაზრება გადაამოწმოს და შეადაროს უცხოელი ექიმის მოსაზრებას.
  • პაციენტს ექმნება წარმოდგენა, რა პროცედურების გავლა მოუწევს, თუკი ის საზღვარგარეთ მკურნალობას დაგეგმავს.
  • პაციენტს ექმნება წარმოდგენა ფინანსურად რა ხარჯის გაწევა მოუწევს, თუკი ის საზღვარგარეთ მკურნალობას დაგეგმავს.
  • პაციენტს შეუძლია მის ანალიზებზე დაყრდნობით მიიღოს წინასწარი კალკულაცია მისი ჩასატერებელი სამედიცინო პროცედურებისა. სურვილის შემთხვევაში, პაციენტი კალკულაციას წარადგენს დაფინანსებაზე.

ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის სერვისით ქართველი პაციენტები უკვე დიდი ხანია სარგებლობენ. რაც სასიკეთოდ შეიცვალა ბოლო წლებში არის ის, რომ უცხოური კლინიკებიდან და ლაბორატორიებიდან სწრაფად ვიღებთ პასუხს. გარდა ამისა, გაიზარდა იმ კვლევების სპექტრი, რაზე გამოსაკვლევადაც ანალიზები იგზავნება საქართველოდან. დღესდღეობით მოწინავე პოზიციას უცხოეთში ანალიზების გაგზავნის მიმართულებით ისევ თურქეთი იკავებს. ეს ტრენდი უცვლელია ბოლო ათი წლის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით