პროსტატის სიმსივნე

პროსტატა

პროსტატა

პროსტატა და სათესლე ჯირკვლები ქმნიან მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას. პროსტატა დაახლოებით წაბლის ზომისაა. პროსტატის უკანა მხარეს მიმაგრებულია ორი პატარა წყვილი სათესლე ჯირკვალი. უშუალოდ პროსტატა მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და სწორი ნაწლავის წინ. ის გარს აკრავს ურეთრას, რომელსაც შარდი მოაქვს შარდის ბუშტიდან. პროსტატის სიმსივნე მამაკაცების უმეტესობისთვის ძალიან საშიშად ჟღერს. შემდეგ პარაგრაფებში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა პროსტატის სიმსივნე, მისი თავისებურებები, ტიპები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროსტატის სიმსივნე

პროსტატის კიბო სიმსივნეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. პროსტატის კიბოს უმეტესობა ხასიათდება ნელი ზრდით და ლოკალიზებულია ძირითადად მხოლოდ პროსტატის ჯირკვალში, ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს ნაკლებად უქმნის საფრთხეს. ამგვარი ლოკალიზებული სიმსივნის დროს შეიძლება საერთოდ არ იყოს მკურნალობა საჭირო ან მინიმალური  მკურნალობაც საკმარისი იყოს. 

იშვიათ შემთხვევებში არსებობს პროსტატის სიმსივნის სხვა აგრესიული ტიპები, რომლებიც სწრაფი ზრდითა და ფართო მასშტაბზე გავრცელებით ხასიათდება.  
ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი პროსტატის კიბო, რომელიც ჯერ კიდევ ლოკალიზებულია პროსტატის ჯირკვალში – აქვს მაღალი  შანსი იმისა რომ მარტივად დაემორჩილოს მკურნალობას.

პროსტატის სიმსივნის ტიპები

პროსტატის კიბოს უმეტესობა ძირითადად ადენოკარცინომაა. ადენოკარცინომა იწყება ჯირკვლების უჯრედებში, მაგალითად როგორიცაა პროსტატის ჯირკვალი.

ნაკლებად ხშირია პროსტატის კიბოს წარმოქმნა სხვა ტიპის უჯრედებიდან.

პროსტატის კიბოს ნაკლებად გავრცელებული ვარიანტები მოიცავს შემდეგ ტიპებს:

  • წვრილუჯრედოვანი კარცინომა
  • გარდამავალი უჯრედის კარცინომა
  • ნეიროენდოკრინული სიმსივნეები
  • სარკომები  

რამდენად ხშირია პროსტატის სიმსივნე?

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა

პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა. ის მეორე ადგილს იკავებს კანის კიბოს შემდეგ, როგორც ყველაზე გავრცელებული სიმსივნე. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით,  ყოველი 100 მამაკაციდან 13-ს უვითარდება პროსტატის კიბო. მათგან უმეტესობა ცხოვრებას ნირმალურად აგრძელებს, მაგრამ ნაწილი შესაძლოა ათეული წლის შემდეგ დაიღუპოს პროსტატის კიბოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 34000-მდე მამაკაცი იღუპება პროსტატის კიბოთი.

პროსტატის კიბოს ადრეული სტადია

პროსტატის კიბო მიიჩნევა ლოკალიზებულად, როდესაც კიბოს უჯრედები გვხვდება მხოლოდ პროსტატის ჯირკვალში და არ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. 

მეიოს კლინიკის მიხედვით (Mayo Clinic), პროსტატის კიბო ოთხ ძირითად ეტაპად იყოფა.

ადრეული სტადია, ე.წ. I და II სტადიები:

სიმსივნე არ არის გავრცელებეული პროსტატის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში პროსტატის კიბოს მოიხსენიებენ, როგორც ლოკალიზებულად ან ადრეული ეტაპის სიმსივნედ.

ადგილობრივად გაფართოებული ე.წ. III ეტაპი: 

სიმსივნე  გავრცელდა პროსტატის გარეთ, მაგრამ მხოლოდ ახლომდებარე ქსოვილებში. 

გაფართოებული, გავრცელებული| სტადია IV: 

სიმსივნე გავრცელებულია პროსტატის გარეთ, მათ შორის ლიმფურ კვანძებში, ძვლებში, ღვიძლში, ნაღველში და ა.შ. 

პროსტატის კიბოს სიმპტომები

პროსტატის კიბოს სტადიები

სამწუხაროდ, პროსტატის კიბო, ადრეულ ეტაპზე ძირითადად სიმპტომურად არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილები ძირითადად ჩნდება ოდნავ მოგვიანებით, დაავადების პროგრესირებისას:

  • შარდვის ხშირი და დაუყოვნებლივი მოთხოვნილება, განსაკუთრებით ღამით.
  • შარდის სუსტი ან წყვეტილი ნაკადი 
  • ტკივილი ან წვა შარდვის დროს ე.წ. დიზურია
  • შარდის ბუშტის კონტროლის შემცირება ან დაკარგვა, ე.წ. შარდის შეუკავებლობა
  • კუჭის მოქმედების კონტროლის შემცირება ან დაკარგვა ე.წ.  ფეკალური შეუკავებლობა
  • მტკივნეული ეაკულაცია და ერექციული დისფუნქცია 
  • სისხლი სპერმაში ან შარდში
  • ტკივილი წელის, თეძოს ან გულმკერდის არეში.

პროსტატის სიმსივნის სიმპტომები სტადიებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით დეტალურად აქვს განხილული კლივლენდის კლინიკას, რომელიც ხშირად ატარებს მასშტაბურ კვლევებს ამ მიმართულებით.

პროსტატა თუ პროსტატიტი? 

პროსტატის ყველა პრობლემა,რა თქმა უნდა, სიმსივნესთან დაკავშირებული არ არის. თუკი დავეყრდნობით გაერთიანებული სამეფოს სიმსივნის კვლევითი ცენტრის მონაცემებს (Cancer Research UK), არსებობს ორი სხვა დიაგნოზი, რომლებიც სიმპტომურად პროსტატის სიმსივნის  მსგავსად ვლინდება.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH): 

ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მამაკაცების უმეტესობას შესაძლოა განუვითარდეთ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და პროსტატის განვითარება. ეს არ არის კავშირში პროსტატის ავთვისებიან სიმსივნესთან და არ ზრდის მისი განვითარების რისკის.

პროსტატიტი: 

პროსტატიტი უმეტესად ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული. 50 წელს ქვემოთ მამაკაცებს, რომლებსაც გადიდებული პროსტატის ჯირკვალი აწუხებთ, ძირითადად პროსტატიტის დიაგნოზი აქვთ. ეს კეთილთვისებიანი მდგომარეობა ძირითადად ანთებითა და პროსტატის ჯირკვლის შეშუპებით ვლინდება.

პროსტატის კიბოს გამომწვევი მიზეზები

პროსტატის კიბოს გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. 

რაც მედიცინამ დაზუსტებით იცის, არის ის რომ პროსტატის კიბო იწყება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები იცვლებიან მათ დნმ-ში. უჯრედის დნმ-ს აქვს ინსტრუქცია, რომელიც მათ ეუბნება რა უნდა გააკეთონ. როდესაც ცვლილებები მიმდინარეობს, ეს მათ ეუბნება რომ გაიზარდონ და ისინიც უფრო სწრაფად იყოფა, ვიდრე ნორმალურია. ამ შემთხვევაში არანორმალური უჯრედები აგრძელებენ სიცოცხლეს, ნორმალური უჯრედები კი იღუპებიან.

აკუმულირებული აბნორმალური უჯრედები აყალიბებენ სიმსივნეს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, გახდეს მასშტაბური და შეიჭრას მიმდებარე ქსოვილებში. დროთა განმავლობაში, არანორმალური უჯრედი შეიძლება სრულიად უკონტროლო გახდნენ, გაიფანტონ და გავრცელდნენ სხეულის სხვადასხვა ორგანოებში.

პროსტატის სიმსივნის რისკ-ფაქტორები

რა არის პროსტატა
  • ასაკი

პროსტატის კიბოს განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იმატებს. 50 წელს ზემოთ მამაკაცებში ყველაზე ხშირია პროსტატის კიბო.

  • რასა

შავკანიან  მამაკაცებს ბევრად მაღალი რისკი აქვთ პროსტატის განვითარების, სხვა რასის წარმომადგენელ მამაკაცებთან შედარებით. აგრეთვე, შავკანიან მამაკაცებში ბევრად მაღალია სიმსივნის აგრესიულობის მაჩვენებელი. 

  • გენეტიკა/ ოჯახის ისტორია

თუკი მამაკაცის ოჯახის წევრს, მათ შორის მამას, ძმას ან შვილს აქვს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი, მას აქვს მაღალი რისკი რომ მასაც განუვითარდება პროსტატის კიბო. აგრეთვე, პროსტატის სიმსივნის მაღალი რისკი აქვთ იმ მამაკაცებს, ვისი ოჯახის წევრებსაც აქვთ ძუძუს სიმსივნის ისტორია. 

  • სიმსუქნე

მამაკაცებს, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა, მეტი შანსი აქვთ პროსტატის სიმსივნის განვითარების, იმ მამაკაცებთან შედარებით, ვისაც ჯანსაღი წონა აქვს. აგრეთვე, ჭარბწონიან მამაკაცებში უფრო ხშირია პროსტატის სიმსივნის აგრესიული ტიპები და განმეორებადი შემთხვევები.

არსებობს მოსაზრება, რომ სხვა პოტენციურ რისკ-ფაქტორებსაც აქვს გავლენა, პროსტატის კიბოს ჩამოყალიბებაზე, მათ შორის:

  • სიგარეტის მოხმარება
  • პროსტატიტი
  • სექსუალურად გადამდები ინფექციები

პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა

პროსტატის კიბოს მკურნალობა

სკრინინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში. საშუალო რისკის მქონე მამაკაცი, როგორც წესი, 55 წლის ასაკში იტარებს პირველად პროსტატის სკრინინგს. მამაკაცი, რომელსაც უფრო მაღალი რისკი აქვს პროსტატის სიმსივნის განვითარებას, სკრინინგს იტარებს ბევრად ადრე. 

იმ შემთხვევაში თუკი სკრინინგისას გამოჩნდება რაიმე საეჭვო, მაშინ მამაკაცი იტარებს დამატებით კვლევებს პროსტატის სიმსივნის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.

სამწუხაროდ, კონკრეტულად პროსტატის სიმსივნის სადიაგნოსტიკო ტესტი არ არსებობს.

პროსტატის სადიაგნოსტიკოდ გამოყენებული ძირითადი კვლევებია

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • პროსტატის ფიზიკური გამოკვლევა
  • მრტ კვლევა
  • პესემია პეტ კატე
  • ბიოფსია
  • პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა

სისხლის ანალიზები

პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის გამსაზღვრელი ტესტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა პროსტატის სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ. პროსტატ-სპეფიციური ანტიგენის ანალიზის შედეგზე დაყრდნობით ექიმი აკვირდება თუ როგორ გამოიმუშავებს პროსტატა პროსტატ-სპეფიციურ ანტიგენს. აღნიშნული კვლევა გამოიყენება სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ, სიმსივნის სტადიის განსასაზღვრად, მკურნალობის დასაგეგმად და მკურნალობის მიმდინარეობის შესაფასებლად. პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის სწრაფი ზრდა შესაძლოა მიანიშნიბდეს საყურადღებო მდგომარეობაზე. ამის გარდა, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სისხლში ტესტოსტერონის დონის განსაზღვრა.

რექტალური ციფრული გამოკვლევა

რექტალური ციფრული გამოკვლევა გულისხმობს ფიზიკურ გასინჯვას, რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს პროსტატის ცვლილებები.

კვლევის განმავლობაში, ექიმის ხელის შეხებით აფასებს ჯირკვლის ზომას, ფორმას, კონსისტენციას, სისქეს და ფორმას. 

რექტალური ციფრული კვლევა მარტივი და უსაფრთო გამოკვლევაა, თუმცა მას არ შეუძლია ადრეული ეტაპის სიმსივნის აღმოჩენა. აქედან გამომდინარე, მას ხშირად აკეთებენ პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განმსაზღვრელ კვლევასთან ერთად.

რადიოლოგიური კვლევა

MRI ან ტრანსრექტალური ულტრაბგერითი გამოკვლევა კარგად აფიქსირებს  იმ საეჭვო და საყურადღებო ლოკაციებს, სადაც შეიძლება სიმსივნე იყოს ლოკალიზებული. გამოსახულებები ეხმარება ექიმს გადაწყვიტოს ჩატარდება თუ არა ბიოფსია.

PSMA PET CT

მხოლოდ 2022 წელს პროსტატის კიბოს დაახლოებით 268,490 შემთხვევა დაფიქსირდა, დაახლოებით 34,500 დასრულდა სიკვდილი.

ამ მიზეზით, UCLA Health და UC San Francisco დაადასტურა აშშ-ში დაინერგოს დიაგნოსტიკური ინოვაცია, რომელიც ცნობილია როგორც ცე.წ.  PSMA PET/CT სკანირება. ამ კვლევის ეფექტურობა დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ის გვაძლევს საშუალებას პროსტატის კიბოს უჯრედები დაფიქსირდეს ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე სხვა კვლევის საშუალებებით უდესმე იყო შესაძლებელი.

ამ კვლევის შესახებ დეტალური განხილვა მოცემული იქნება სტატიის ბოლოს.

ბიოფსია

თუ სკრინინგის ტესტების მიხედვით ექიმი ეჭვს მიიტანს პროსტატის პრობლემაზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა დამატებით დაინიშნოს პროსტატის ბიოფსია. ბიოფსია გულისხმობს პროსტატიდან ქსოვილის ნიმუშის აღებას კიბოს უჯრედების მოსაძებნად. 

პროსტატის ბიოფსიის ჩატარების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ექიმმა ნიმუში შეიძლება აიღოს სწორ ნაწლავში მოთავსებული ზონდის საშუალებით, კანის ზედაპირიდან ან შეიძლება ბიოფსიის პროცესში ჩაერთოს რადიოლოგიური კვლევა, მაგალითად  MRI. როგორც წესი, ბიოფსიის აღებას ერთ სააათზე ნაკლები დრო სჭირდება. ბიოფსიის მასალის შეფასების მიხედვით, კიბოს არსებობის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია სტადიაც შეაფასოს.

პროსტატის სიმსივნის მკურნალობა

პროსტატის კიბოს სახეები

ადრეული სტადიის პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცებს გამოჯანმრთელების ძალიან მაღალი შანსი აქვთ. მკურნალობის გეგმა შეიძლება რამდენიმენაირი იყოს და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე

  • კიბოს სტადია  
  • რისკის კატეგორია 
  • ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • დიაგნოსტიკური ტესტების შედეგები

მკურნალობის გეგმის შერჩევაში აუცილებლად მონაწილეობს პაციენტი. მან თავად, პროფესიონალის დახმარებით, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს მკურნალობის რომელი მიდგომა არის მისთვის სასურველი, მკურნალობის გვერდითი ეფექტების და გადარჩენისა თუ რისკების განსაზღვრის მიხედვით. 

პაციენტს ინფორმირებული გადაწყვეტილების გაკეთებაში დაეხმარება უროლოგთან და რადიაციულ ონკოლოგთან საუბარი. 

მკურნალობის გეგმის შერჩევისას აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მკურნალი ექიმების უნარები და რეპუტაცია, რადგან მათი გამოცდილება გადამწყვეტი იქნება მკურნალობის ეფექტურობის საკითხში. 

პაციენტმა მკურნალ ექიმს აუცილებლად დეტალურ უნდა გამოკითხოს მკურნალობის გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, ერექციული დისფუნქცია ან ნაწლავების პრობლემები.

ადრეული სტადიის პროსტატის სიმსივნის მკურნალობა

მამაკაცს, რომელსაც ადრეული სტადიის პროსტატის კიბო აქვს შესაძლოა საერთოდ არ დასჭირდეს მკურნალობა. ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. 

ცუდ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნე უკვე გავრცელებულია სხვა ორგანოებზე, ამ შემთხვევაში მკურნალობა ფოკუსირებულია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და სიმპტომების შემსუბუქებაზე.

აქტიური მეთვალყურეობა

იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვთ ადრეული სტადიის ნელა მზარდი პროსტატის კიბო, მათთვის საუკეთესო ვარიანტი შესაძლოა იყოს სიმსივნის აქტიური მეთვალყურეობა. აქტიური მეთვალყურეობა გულისხმობს, რომ მკურნალი ექიმი რეგულარულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას და რამდენიმე თვეში ერთხელ ატარებს კვლევებს. ძირითადად ეს კვლევები პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრას სისხლში, MRI და ბიოფსიას. აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მამაკაცებს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდონ შარდის ბუშტისა და ნაწლავების პრობლემები. 

საუკეთესო შემთხვევაში მამაკაცს შესაძლოა არ  დასჭირდეს სხვა სახის მკურნალობა. იმ შემთხვევაში თუკი ანალიზები აჩვენებს, რომ კიბო ზომაში იზრდება, ამ შემთხვევაში ექიმი დაგეგმავს მკურნალობის რომელიმე ვარიანტს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია და ა.შ.

ოპერაციული მკურნალობა

პროსტატის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ტიპია რადიკალური პროსტატექტომია, რაც გულისხმობს პროსტატის, სათესლე ჯირკვლებისა და მიმდებარე ქსოვილების ქირურგიულ მოცილებას. ზოგიერთ რთულ შემთხვევაში, შესაძლოა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება ლიმფური კვანძების ამოღების. 

ეს ოპერაციული ჩარევა კეთდება ანესთეზიის ქვეშ.

რადიკალური პროსტატექტომიის რამდენიმე ტიპი არსებობს, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ტიპები:

რობოტული ლაპარასკოპიული რადიკალური პროსტატექტომია (RALP)

პროსტატის კიბოს სამკურნალოდ ლაპარასკოპიული ქირურგიული ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ მეთოდად ითვლება. ეს პროცედურა იმართება პატარა კამერით, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევს სერიოზული ინვაზიური ჩარევის გარეშე ზუსტად და მარტივად ამოიღოს პროსტატა. 

რეტროპუბური ღია რადიკალური პროსტატექტომია

ამ პროცედურის განმავლობაში ექიმი აკეთებს ღია ჭრილობას მუცლის ქვედა ნაწილში და ამოიღებს პროსტატას მისი გავლით.

პროსტატის კიბოს ოპერაციულ მეთოდებში ამერიკის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჯონ ჰოპკინსის მედიცინის ცენტრი. მათი დახმარებით ამერიკასა და ევროპაში მუდმივად ინერგება ამ მიმართულებით ინოვაციები და თანამედროვე ეფექტური მიდგომები. 

ცხოვრება პროსტატის კიბოსთან ერთად

პროსტატის კიბო ძალიან ნელა პროგრესირებად სიმსივნეთა კატეგორიას მიეკუთვნება. შესაბამისად პაციენტი სიმპტომებისა და მკურნალობის გარეშეც კი რამდენიმე ათწლეული იცხოვრებს.

რა თქმა უნდა, მას გარკვეული არასასიამოვნო ცვლილებები შეაქვს პაციენტის ცხოვრებაში. ეს ცვლილებები და გამოვლინებები განსხვავებულია და ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

პროსტატის სიმსივნე – პრევენცია

პროსტატის სიმსივნის აბსოლუტური პრევენცია შესაძლებელი არ არის, თუმცა მამაკაცებს შეუძლიათ საგრძნობლად შეამცირონ პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი და ალბათობა.

  • დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს

აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში ხორცი, ბოსტნეული, ხილი და მთელმარცვლოვანი ბურღულეული. ისინი ბევრ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავენ, რაც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

  • მიანიჭეთ უპირატესობა ჯანსაღ საკვებს და არა საკვებ დანამატებს

არცერთ კვლევაში არ იკვეთება საკვები დანამატების როლი პროსტატის სიმსივნის რისკის შემცირებაში . სამაგიეროდ, ვიტამინებით მდიდარი ჯანსაღი საკვები ეხმარება თქვენს ორგანიზმს გაჯანსაღებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.

  • ივარჯიშეთ რეგულარულად

რეგულარული ვარჯიში სხეულს ეხმარება, რომ მოიშოროს ზედმეეტი კილოგრამები და შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა. 

  • გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თქვენი რისკების შესაფასებლად პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით

თუკი პროსტატის სიმსივნის ძალიან მაღალი რისკი გაქვთ, ექიმთან ერთად შეიძლება შეარჩიოთ მედიკამენტი ან რაიმე სხვა მეთოდი ამ რისკის შესამცირებლად. 

პროსტატის სიმსივნის მკურნალობა თურქეთში – უპირატესობები

  • თურქეთის წამყვან კლინიკებში დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები და მიდგომები პროსტატის სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ. 
  • თურქეთს, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრს, ყოველწლიურადათასობით ონკოლოგიური პაციენტი მიმართავს სამკურნალოდ. შესაბამისად, ექიმებს თეორიულ ცოდნასთან ერთად დაუგროვდათ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება.
  • თურქეთის წამყვანი კლინიკები თანამშრომლობენ უდიდეს ამერიკულ კლინიკებთან და კვლევით ცენტრებთან, როგორიცაა ჯონ ჰოპკინსის კვლევითი ცენტრი, მეიოს კლინიკა და ა.შ. ეს მათ საშუალებას აძლევს ყველა მოწინავე ტექნოლოგია თუ გამოცდილი პრაქტიკა წარმატებულად დანერგონ თავიანთ პაციენტებთან.
  • თურქეთის კლინიკებში პროსტატის სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უზუსტესი კვლევა PSMA PET-CT. ეს დანადგარი ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის საქართველოში.

PSMA PET-CT დამტკიცებულია, რომ პროსტატის სიმსივნის ყველაზე საწყის სტადიას და ყველაზე პატარა სიმსივნურ კერებსაც კი აფიქსირებს, რაც საშუალებას აძლევს ექიმს, რომ მკურნალობა დროულად და ეფექტურად ჩატარდეს.

  • თურქეთის კლინიკებში პროსტატის სიმსივნის მიმართულებით დანერგილია რობოტული ტექნოლოგია. თურქი ონკოლოგები უკვე დიდი ხანია რობოტულ ლაპარასკოპიულ პროსტატექტომიას წარმატებულად ატარებენ.
დაგვიკავშირდით