
დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა თურქეთში
დიაბეტის ოპერაცია თურქეთში ყოველდღიურად უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პაციენტს უტარდება. პირველ რიგში მიმოვიხილოთ დიაბეტი და მისი მკურნალობა.
რა არის შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის დონის მატებით ხასიათდება, მიმდინარეობს ქრონიკულად და ახასიათებს ორგანოების დაზიანება. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი სამწუხაროდ მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აქვს.
არსებობს დიაბეტის ორი ძირითადი ფორმა: ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი.
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი – ავტოიმუნური დავაადებაა, რომლის დროსაცვერ გამომუშავდება ინსულინი სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად. პაციენტებს, რომელთაც აქვთ ტიპი 1 დიაბეტი, მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ ინსულინის თერაპია.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი – მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც ინსულინი გამომუშავდება, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. ან ინსულინრეზისტენტულობის გამო სისხლში არსებული გლუკოზის დარეგულირება ვერ ხერხდება.
ორივე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კეთდება დიაბეტის ოპერაცია?
დიაბეტის ოპერაციული მკურნალობა ტარდება მხოლოდ ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში.
რას გულისხმობს დიაბეტის ოპერაცია?
დიაბეტის ქირირგიული მკურნალობა გულისხმობს კომპლექსურ მეთოდოლოგიას. ოპერაცია ტარდება რამდენიმე ეტაპად, თუმცა აუცილებელია რომ ოპერაციული მიდგომა და მისი ეტაპებიც შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რატომ უნდა ჩავიტარო დიაბეტის ოპერაცია თურქეთში?
- თურქეთს, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრს, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი პაციენტი მიმართავს დიაბეტის ოპერაციის სამკურნალოდ. შესაბამისად, ექიმებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, დაუგროვდათ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება.
- დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა თურქეთში ტარდება დეტალურად გაწერილი გაიდლაინების გათვალისწინებით. როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო გუნდი მობილიზებულია, რომ პროცედურა ჩატარდეს ყველანაირი წესის დაცვით.
- დიაბეტის ოპერაციის ჩატარებამდე, თურქი ექიმები უდიდეს დროს და ყურადღებას უთმობენ პაციენტის სრულ გამოკვლევას. მოწმდება სრული ორგანიზმი, კეთდება როგორც ლაბორატორიული, ასევე რადიოლოგიური გამოკვლევები. პაციენტი გადის კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან, რომ მისი მდგომარეობის ზუსტი სურათი იყოს სახეზე. ეს აგარიდებთ შემგომში პოსტოპერაციულ გართულებებს და რისკებს.
- როდესაც პაციენტს უტარდება მეტაბოლური ქირურგია თურქეთში, ოპერაციის შემდგომ იგი იმყოფება მკურნალი ექიმის, ენდოკრინოლოგის და გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტი მაქსიმალურად არის დაზღვეული უყურადღებობით გამოწვეული პრობლემებისგან.
- რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი პაციენტი ვერ ახერხებს რომ დიაბეტის ოპერაცია საქართველოში ჩაიტაროს. მე-2 ტიპის დიაბეტის ოპერაცია თურქეთში კი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ტარდება.
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურქეთში ჩატარებული დიაბეტის ოპერაციების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებულად სრულდება. პაციენტების ნაწილი რამდენიმე დღეში უკვე გრძნობს შედეგს, ნაწილი კი რამდენიმე თვეში სრულიად ივიწყებს დიაბეტის პრობლემას.